|
2020-05-26 15:47:10, 1386 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს, პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს, რათა ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ
„დიდი ხანია არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოხსენებაში, რომლითაც ხვალ, პრემიერი პარლამენტის წინაშე წარსდგება ყველა მნიშვნელოვან თემაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და მმართველი გუნდის შეკითხვებიც შეეხება ყველა იმ თემას, რაც საზოგადოებას აინტერესებს. „პრემიერის მოხსენებაში ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული. რასაკვირველია, მთავარ თემად რჩება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ეკონომიკური სფერო, ჯანდაცვვის სფერო,ეს არის თემები, რაზეც ჩვენც გვექნება საუბარი. ჩვენ შევეხებით ყველა იმ საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დახმარებებთან, ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რა მოცულობის დახმარებებია, როგორ იქნება ორგანიზებული და რა ინტენსივობით მიმდინარეობს დღეს. სოფლის მეურნეობის საკითხებიც საინტერესოა, რამდენად ძლიერად არის ჩამოყალიბებული ის პროგრამა და როგორ ხორციელდება, რომელიც შიდა წარმოების გაზრდას გულისხმობს. ეს არ არის გარკვეული პერიოდის პრობლემა. ზოგადად კარგი ტენდენციებია სოფლის მეურნეობის დარგში და ამ ტენდენციებს უნდა სწრაფი და ინტენსიური განვითარება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)