|
2020-05-22 12:02:38, 1260 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას იშრომონ, თუმცა ეს არ გაკეთდება იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას
ყველას უნდა გვესმოდეს, ჩვენ ვართ იძულებულები, რომ შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება. „მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, ეს არ გაკეთდება იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს,"-განაცხადა გიორგი გახარიამ. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველო თუ არის წარმატებული კოვიდის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები, პირველ რიგში, კონტროლი საზღვრებზე, ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში. ძალიან ეფექტური იყო საკარანტინო ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად 2, 5 და შეიძლება გვყავდეს 10, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ გავაკეთოთ ეს ისე, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად და არა ერთბაშად, განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახი არჩინონ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)