|
2020-05-22 10:07:24, 1190 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“- „ვენდის“ და „დანკინის“ პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს
„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!" - ასე პასუხობს "ვენდის" და "დანკინის" საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომელიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური მომხმარებლებისგან. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის მთავარი საზრუნავი იყო ყველაფერი გაგვეკეთებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით. მიუხედავად შეზღუდვებისა, ჩვენი გუნდი, მიტანის სერვისისა და Drive Thru მომსახურების გამოყენებით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით აწვდიდა ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს.. შექმნილ ვითარებაში მუშაობა, განსაკუთრებით კი პანდემიის გამოცხადებიდან პირველ დღეებში, იყო საკმაოდ მძიმე და გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თვითოეულ ჩვენს თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და მართლაც გმირობისთვის.” „ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით მუშაობას და ვიწყებთ რესტორნების მზადებას სტუმრების მისაღებად, რაც გულისხმობს: ყველა რესტორნის შესასვლელში დეზო-ბარიერის მოწყობას, სალაროსთან დამცავი მინის არსებობას, დარბაზის აღჭურვას ხელის სადეზინფექციო ხსნარით და მაგიდების დაშორებას დასაშვები დისტანცით. ამას გარდა, ჩვენი თანამშრომლები იმუშავებენ პირბადით, დამცავი ნიღბით და ხელთათმანებით”, - აცხადებენ "ვენდისა" და "დანკინის" რესტორნების ქსელის მმართველ გუნდში.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)