04:23 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 10:59:52, 1095 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - რისკი არ შემცირებულა, პანდემია რჩება პანდემიად და შესაძლოა იყოს მეორე და ასევე მესამე ტალღა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რისკი არ შემცირებულა, პანდემია რჩება პანდემიად და შესაძლოა იყოს მეორე და ასევე მესამე ტალღა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა საჭირო, რომ დააზუსტონ ის შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშე იმოქმედებს პანდემიების დროს.

 „რისკი არ შემცირებულა, პანდემია რჩება პანდემიად და შესაძლოა იყოს მეორე და ასევე მესამე ტალღა. სწორედ ამიტომ, რომ დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები და არ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და საკანონმდებლო დონეზე მთავრობას ჰქონდეს კრიზისის სწორად მართვის საშუალება, ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ ინიციატივა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში, დავაზუსტოთ ის რეგულაციები, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ პანდემიების და საშიში ინფექციების გავრცელების შემთხვევაში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics