18:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 10:44:16, 1058 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - უფლებათა შეზღუდვა, მათ შორის მაგალითად ეკონომიკური საქმიანობის, კონსტიტუციით შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას ადამიანის უფლებების შეზღუდვა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებშია შესაძლებელი.

მისი აზრით, მთავრობის ხელში იქნება რეპრესიების განუსაზღვრელი ინსტრუმენტი, თუ შეზღუდვებს საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესებენ.

„მთავრობას ხელში ვუგდებთ განუსაზღვრელ რეპრესიულ ინსტრუმენტებს, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს ძალიან ბოროტად. გარდა ამისა კანონპროექტის ერთი ნაწილი არის არაკონსტიტუციური. იზღუდება ადამიანის უფლებები და ძალიან  ბევრი შეზღუდვა, მათ შორის მაგალითად ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის შრომის უფლების და ა.შ საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics