|
2020-05-20 17:57:29, 1335 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - უცხოური ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა
უცხოური ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესმენებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ ინვესტიციას იმ ქვეყანაში ახორციელებენ, რომელსაც სანდო სასამართლო სისტემა აქვს. „ნებისმიერი უცხოური ინვესტორისა და ბიზნესმენის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ბიზნესმენებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ ისინი ინვესტიციას ახორციელებენ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სანდო სასამართლო სისტემა, რომ მათი დავები გადაწყვეტილი იქნება სამართლიანად და დროულად. ამის გარეშე, ინვესტორები საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ. ასე რომ, ეს არის მიზეზი, რატომაც მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის შესაქმნელად“ , - განცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)