04:23 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 15:34:30, 1377 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - 8 მარტის შეთანხმება მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისაკენ

8 მარტის შეთანხმება მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისაკენ, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების მხარეებმა იციან რა პირობებზეც დათანხმდნენ.

„არ იქნება მართებული კომენტარი გავაკეთო იმ საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს. 8 მარტის შეთანხმება თავად განმარტავს ყველაფერს. დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს. მხარეებმა იციან რა პირობებია იქ, რა პირობებზე დათანხმდნენ. მისი სრული განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგანაც ეს არის მიმართული პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისკენ და უკეთესი პირობების შექმნისაკენ 2020 წლის არჩევნებისათვის. ისეთი არჩევნებისათვის, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. ამ შეთანხმების სრული განხორციელება არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმამ ასახოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც აქვს ეუთო-ოდირს. ეს რეკომენდაციები საქართველოს უკვე მიღებული აქვს 20-30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა "მთავართან" საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics