04:23 - 12 Nov, 2026
|
2020-05-20 15:21:05, 1331 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ ივანიშვილს შეატყობინა, როგორც ალბათ ბრეჟნევს, მეტი სხვა ახსნა ამას არ აქვს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ ივანიშვილს შეატყობინა, როგორც ალბათ ბრეჟნევს. მისი თქმით, ამ საკითხს მეტი სხვა ახსნა არ აქვს. „ჩემი აზრით, ივანიშვილს საბოლოო ჯამში მისდა საუბედუროდ, ხაზს ვუსვამ, არა საკუთარი მოქალაქეების რისხვის ეშინია, არამედ საერთაშორისო სანქციების. ინსტიტუციურად ივანიშვილს შეატყობინა როგორც ალბათ ბრეჟნევს, მეტი სხვა ახსნა ამას არ აქვს. ეს მათი პირადი ბუღალტერიაა და ხალხს ნუ დაღლიან ამ ბუღალტერიით“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების შესახებ გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილსა და არჩილ თალაკვაძეს წინასწარ აცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)