|
2020-05-20 14:47:31, 1316 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის კომიტეტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვის კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. კომიტეტზე ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით გავიდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, სიცრუეა, რომ თითქოს ხელისუფლება საპატრიარქოს ტყეებს საარჩევნოდ გადასცემს. მისი თქმით, აღნიშნულის მიზანი ტყის მოვლა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა. ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკვე მესამედ ეხმიანება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების მცდელობა პარლამენტს მიმდინარე წლის 16 აპრილსაც ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნა. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)