17:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 13:06:41, 1196 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ აშშ-ის სენატორებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები უწოდა, რაც მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდესაც დადგა არჩევანი დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დადგებოდა ოლიგარქის მხარეს თუ ქართველი ხალხის მხარეს, უთანასწორო ბრძოლაში, დასავლეთმა აირჩია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. აღნიშნულზე პასუხი გუშინ მოისმინეთ ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბაგეებიდან, რომელმაც აშშ-ის სენატორ ტედ კრუზს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რიშს, სენატორ შაჰინს, კონგრესმენ კინზინგერს, სხვა სენატორებს, კონგრესმენებს და ევროპარლამენტის დეპუტატებს უწოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები. ეს მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო შეურაცხყოფა, თავხედობა და თავზე ხელის აღებაა. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმს არაფერი არ გამოასწორებს გარდა სანქციებისა.

დღეს მივმართე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, პომპეოს და ფინანსთა მინისტრს, მუნიჩს დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ ფინანსური ქონებრივი სანქციების დაწესების პროცესი, რათა ჩვენ საარჩევნოდ დავანეიტრალოთ ეს საოკუპაციო ანექსიური ჯგუფი კრემლიდან. გარდა ამისა, აღნიშნული ქონება მოპარულია ქართველი ხალხისგან და უნდა მოხდეს უზრუნველყოდა მისი სამომავლო დაბრუნებისათვის ისევ ქართველ ხალხთან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
ჟურნალისტი როგავა სასამართლოში ცარიელი ფურცლებით მივიდა
მაისაშვილი: სახელმწიფო 170 მსხვერპლად აღიარებს, თუმცა მხოლოდ 5 ადამიანია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics