|
2020-05-20 11:19:30, 1237 ნახვა
პოლიტიკა
თბილისი-რუსთავის მიმართულებით ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისეთი როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ძალიან ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს თბილისi-რუსთავის ტრანსპორტის შესახებ, წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს მათთვის, ვისაც ყოველ დღე უწევს ამ მარშრუტით სარგებლობა. მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად წარმოდგენლი იყოს სრულყოფილი გეგმა, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვა რუსთავის მიმართულებით და პირიქით. თბილისის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისის რუსთავის მიმართულების იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსოპორტი, ახალი ავტობუსები ისეთი როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)