|
2020-05-19 14:32:11, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“
„რამდენი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“, ჯერჯერობით ამაზე ნაადრევია საუბარი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და მისი მხრიდან რიცხვების დასახელება კორექტული არ იქნება. „ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურ პარტიებში არსებობს ურთიერთგაგება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს შეთანხმებული მაჟორიტარები და ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციის ხმები გაიყოს. ანუ საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი. რაც შეეხება იმას რამდენი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“, ჯერჯერობით ამაზე ნაადრევია საუბარი ორი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება. თუ შეთანხმება 8 მარტის შესრულდა და მიღებული იქნა ახალი საარჩევნო პროპორციები უნდა გადანაწილდეს 30 საარჩევნო ოლქი. თუ არ შესრულდა ჩვენ მზად ვართ არსებული სისტემითაც, 73 მაჟორიტარის პირობებშიც, გავიდეთ შეთანხმებაზე. მიმდინარეობს ჯერ კონსულტაციები და არ იქნება კორექტული ჩემგან კონკრეტული რიცხვების დასახელება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)