|
2020-05-19 12:57:41, 1106 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ვცდილობთ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას
„ვცდილობთ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია. ახლა ჩვენ რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ - ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ, რათა მთავრობას ქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები ან უნდა „მიუშვათ" ეს პროცესი და თუ გვეყოლება, ვთქვათ, რამდენიმე ათეული, ასეული ინფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს, ამ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)