|
2020-05-19 10:18:42, 1333 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე არ შემიწყალებია „პოლიტპატიმრები“ - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან
„მე არ შემიწყალებია „პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან“, - ასე გამომეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პოსტს. „უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე არ შემიწყალებია „პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, რომ ეს გარემოება მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოში ვითარების კომენტირებისას“, - წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გამოეხმაურა პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშივლის შეწყალებას. „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - დაწერა ფოტიგამ „ტვიტერზე“.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)