|
2020-05-19 09:48:23, 1255 ნახვა
პოლიტიკა
ადამ კინზინგერი პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება და 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ელოდება
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. „კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ ამ შეთანხმების შესრულებას იხილავს. ის მილოცვას უგზავნის ჩვენს საელჩოს შეთანხმების განხორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის", - ნათქვამია კინზინგერის ოფისის განცხადებაში. ადამ კინზინგერი გასულ კვირას გამოეხმაურა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. „მივესალმებით დღეს ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებასა და ციხიდან გათავისუფლებას“, - განაცხადა კონგრესმენმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)