|
2020-05-18 17:16:21, 1058 ნახვა
პოლიტიკა
ბესარიონ სიმონიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან გაგა კირკიტაძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტოში ინტეგრაციისა და რეინტეგრაციის სამსახური შეიქმნა, რომლის ძირითად ფუნქციებს, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი პირების ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ასევე, უახლოეს მომავალში, ფუნქციონირებას დაიწყებს ინტეგრაციის ცენტრი, სადაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს ქართული ენის შესწავლისა და სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ცენტრის თანამშრომლები ბენეფიციარებს კონსულტაციას გაუწევენ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვისა მიმართულებით არსებულ სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით. დევნილთა სააგენტოსა და მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი სერვისების შეთავაზების მიზნით, მომავალში, კოორდინირებული მუშაობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)