|
2020-05-18 15:43:12, 1394 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია, ამიტომ მოქალაქეებს საკრედიტო შენატანების ვალდებულება სამი თვით უნდა გადაუვადდეთ
მელია - საბანკო შეღავათებზე დაწესებული სამ თვიანი ვადა იწურება, გადავადდეს სამი თვით საკრედიტო შენატანების ვალდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საკრედიტო შენატანების ვალდებულება სამი თვით გადაავადოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეები არათუ გაათავისუფლა საბანკო შეღავათებისგან, არამედ მომდევნო თვიდან პროცენტს გადაახდევინებს. „ძალიან სამწუხაროა იმ ყველაფრის ხილვა, რასაც უკანასკნელი 2-3 დღის განმავლობაში ვაკვირდებით. ხელისუფლება აღარ ჩანს საერთოდ. თუკი აქამდე ჰქონდათ მათ მცდელობა იმიტაციისა, რომ თითქოს რაიმე სახის პროცესს მაინც მართავდნენ ანუ სიმულაცია პროცესის მართვისა, დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანები დაიკარგნენ. საჭეს მთლიანად ხელი გაუშვეს და აღარ არსებობენ თითქოს ქვეყანაში. მინდა ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, ყოველი 10 მოქალაქიდან 7 მოქალაქეს ეხება ეს საკითხი. სამი თვით იყო დაწესებული საშეღავათო პერიოდი საკრედიტო შენატანებზე ანუ მოქალაქეებს კრიზისის მძვინვარებისას ჩვენ ვუთხარით, რომ მოქალაქეებო, სამუშაო ადგილები ჩვენ დაგაკარგინეთ, ეკონომიკა გავაჩერეთ, ლუკმა პური თქვენ აღარ გაქვთ, ვერაფრით ვერ გეხმარებით და ამიტომ კარგი ხალხი ვართ ხელისუფლებაში და 3 თვით გეუბნებით, რომ ბანკში არ მიხვიდეთ. თქვენი ვალის მომსახურეობისთვის არ დაგჭირდებათ ნერვიულობა. ეს სამი თვე იწურება ძვირფასო ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასო მილიარდელო, ოლიგარქო. სამი თვე იწურება ივნისის დასაწყისში და ყველა მოქალაქესა და სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოში 10 მოქალაქიდან 7-ს აქვს ბანკის ვალი, ექნება ვალდებულება, რომ გადაიხადოს უკვე პროცენტი, რომელიც გადახდისგან თქვენ კი არ გაათავისუფლეთ, უბრალოდ ტერმინირებული იყო და იქით თვიდან კიდევ უფრო ბევრის გადახდა მოუწევთ მათ. ისმის კითხვა, როგორ? სამუშაო ადგილები აღადგინეთ? მომსახურეობის სექტორი ყვავის? ეკონომიკა მუშავდება? არა, ყველაფერი გაჩერებულია ისე, როგორც არასოდეს. მომსახურეობის სექტორი ჩაბეტონებულია ქვესკნელში. ამიტომ, გადავადდეს სამი თვით საკრედიტო შენატანების ვალდებულება და ეს განცხადების სახით უნდა გააკეთოს ან ბიძინა ივანიშვილმა, ან ბატონმა გახარიამ უახლოეს დღეებში, რომ ხალხს სულიერი სიმშვიდე მაინც დაეუფლოს, რათა არ იყვნენ თქვენი არ არსებული დახმარების მოლოდინში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)