|
2020-05-18 15:11:25, 1077 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენი ამოცანა არაა, რომ ყველა ერთ კოალიციაში ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა სინერგია გვქონდეს ქმედებების
„ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ყველა ერთ კოალიციაში ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა სინერგია გვქონდეს ქმედებების“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „დღეს ჩვენ, გიორგი ვაშაძე „ახალ საქართველოს“, გვაქვს ყველაზე მზარდი რეიტინგი, ჩვენ ვართ კოალიციაში გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“ და ამ კოალიციით ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას. სხვა სუბიექტებს თუ ენდომებათ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსვლა, მზად ვართ განვიხილოთ. მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ყველა ერთ კოალიციაში ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა სინერგია გვქონდეს ქმედებების. უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველ ამომრჩეველსაც აქვს განსხვავებული გემოვნება. ერთი გემოს მომატებით მეორე გემო არ უნდა დავცალოთ ბოლომდე. ამიტომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც კოალიციურ მმართველობას შექმნის ქვეყანაში, გაუშვებს „ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში და ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)