16:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 11:20:22, 1171 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება

„სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება არ იქნება შესრულებულად ჩათვლილი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

„სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ის შეთანხმება არ იქნება შესრულებულად ჩათვლილი. ბუნებრივია, ამას ისეთი რეაქცია ექნება, როგორიც იყო. ვგულისხმობ, იმას რომ სანახევროდ შესრულებული პირობები არ არსებობს. როდესაც რაღაცას იტყვი, ეს არის მოვალეობა ადამიანურ ურთიერთობებში, პოლიტიკაში და საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ამიტომ, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც უკვე დღეს საერთაშორისო საზოგადოება, ამერიკის კონგრესი პირდაპირ ამბობს, რომ ამ შეთითხნილი საქმის დასრულება არის საქართველოს პრესტიჟის საკითხი, ამ კუთხით უნდა შეხედოს ყველამ. პოზიციებს აღარავინ შეიცვლის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics