04:01 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 22:38:32, 1610 ნახვა

პოლიტიკა
დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი - მეც ვიყავი ჰომოფობი, ეგენიც დაძლევენ, განკურნებადია

უმრავლესობის ყოფილი წევრი და პარლამენტის მოქმედი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველების აქტიურობას გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის. მან ონლაინაქციაზე თქვა, რომ ამ საკითხებზე მუდმივად უნდა ისაუბრონ.

მე კარგად მახსოვს 80-იანი წლები, ძალიან კარგად მახსოვს 90-იანი წლები, მახსოვს შემდგომი პერიოდიც და მე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი წარმატებები გაქვთ [ლგბტქ აქტივისტებს] მიღწეული, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაში. თაობაში, რომელიც მოდის და წამოიზარდა, ძალიან ბევრია სწორი დამოკიდებულება თანასწორი საზოგადოების განვითარების და ეს არის უდავოდ გამარჯვება იმ კონკრეტული ადამიანების, თუნდაც იმ დაღუპული ადამიანების, რომლებიც უთანასწორო ცხოვრებას შეეწირნენ და გახდნენ მსხვერპლი. მაგრამ ქვეყანაში არის ცვლილებები და ჰომოფობია ნამდვილად დაძლევადია.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, 90-იან წლებში, როცა იმ დინამიკაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა, რადგან ეს არ არის განუკურნებელი. ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია დაიძლევა. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ზუსტად ჰომოფობია იქნება მარგინალური და დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება."  - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დიმიტი ცქიტიშვილი "ქართული ოცნების" კვოტით შესული დეპუტატია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics