15:07 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 16:10:23, 1804 ნახვა

პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავასა და პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკთან ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრისას კუბილიუსმა გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა და 8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმობის სრულიად განხორციელების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გიგი უგულავამ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევმნების შემდეგ, ევროკავშირთან უფრო აქტიურ დაახლოებას შეძლებს.

საუბრისას, ასევე, განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგისა და ქვეყნის წინაშე მდგარი რისკების შემცირების გზები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics