|
2020-05-16 12:44:28, 2043 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ისტორიის ჩარხი არის წაღმა დატრიალებული და მას უკუღმა ვეღარავინ დაატრიალებს
ქართული ოპოზიციის ერთიანობამ და საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხს. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მთავარი გამარჯვება ყველას წინ გველოდება. „მსურს მივულოცო ქვეყანას მოპოვებული გამარჯვება და გაცნობოთ, რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გველოდება. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ ისტორიის ჩარხი უკვე არის წაღმა დატრიალებული და მას ვეღარავინ ვერასდროს ვერ დაატრიალებს. წარმოუდგენელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნბეხის ქვეშ მოექცა „ქართული ოცნება“, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები, მეტიც, პირადი მძევლები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. არ ვიქნები მართალი, თუ სიმართლეს ბოლომდე არ ვიტყვი. ალბათ, საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ქართული ოპოზიციის თანმიმდევრობამ და ერთიანობამ, რა თქმა უნდა, ასევე ქართული საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც საბოლოო ჯამში ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. ეს არის მისასალმებელი, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ და ვეღარ იქნება მარტო ვერცერთ გადადგმულ ნაბიჯში. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასოდეს დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას, ამას სჭირდება განვითარება, მით უფრო, როდესაც ვხედავთ ხელისუფლებას, რომელმაც არათუ გაფანტა ნდობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არამედნ მთლიანად გაანულა ყოველი სახის რაიმე ნდობა, თუკი აქამდე გააჩნდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)