04:01 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 12:26:56, 1901 ნახვა

პოლიტიკა
მივესალმები პოლიტპატიმრების შეწყალებას - როგორ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ.

როგორც ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება, დაძაბულობის განსამუხტად გადადგმული ნაბიჯია.

„მივესალმები გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას, როგორც დაძაბულობის განსამუხტად გადადგმულ ნაბიჯს. მოვუწოდებ მხარეებს ვიმუშავოთ ერთობლივად, რათა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, - წერს კალიურანდი.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ პროგრესს და ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგუალვას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - წერს ანა ფოტიგა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics