|
2020-05-16 11:26:35, 1789 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა
ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეყლუ შედეგების აღმოსაფხვრელად 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასესხო დახმარება 10 ქვეყანაზე გაიცემა, მათ შორის საქართველოზეც. აღნიშნული პაკეტით, საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი - 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა - 250 მილიონ ევროს, იორდანია - 200 მილიონ ევროს, კოსოვო - 100 მილიონ ევროს, მოლდოვა - 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო - 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია - 160 მილიონ ევროს, ტუნისი - 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს. ინიციატივას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)