03:48 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 10:00:45, 1610 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - პირადად მე პრეზიდენტის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი

„პირადად მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უგულავასა და ოქრუაშივლის გათავისუფლებას.

მან ამის მიზეზიც ახსნა და თქვა, რომ საერთოდ არ მიაჩნია, რომ რაიმე მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ ხელში აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას.

„პრეზიდენტმა, რამდენად სწორად ეს მეორე საკითხია, მაგრამ მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. იმიტომ, რომ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ ხელში აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას. მაგრამ პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, ეს გადაწყვეტილება მიიღო, ესაა მოცემულობა რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა და მე ვფიქრობ, შეიძლება ამ შემთხვევაში სპეკულაციების მეტი საფუძველიც მიეცეთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას. თუმცა ერთია რამდენად სწორია პრაგმატულობაზე ასე გათვლა და მეორეა, რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს, პარლამენტზე შტურმში მონაწილეობაში", - აცხადებს მდინარაძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics