|
2015-08-20 16:59:51, 710 ნახვა
ეკონომიკა
ექსპერტების ნაწილი შემოდგომიდან ლარის კურსის გაუფასურებას ელოდება
ექსპერტების ნაწილი შემოდგომიდან ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას ელოდება. მათი ვარაუდით, ეროვნული ვალუტის მორიგი რყევა შესაძლოა, გარკვეულწილად ტურისტული სეზონის დასრულებამ გამოიწვიოს. თუმცა მთავარ მიზეზებად კვლავ საგარეო და შიდა ფაქტორები - საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარება და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სახელდება. როგორც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, რეგიონის ქვეყნებში ბოლო პერიოდში კურსის მკვეთრად გაუფასურება სექტემბრისთვის ლარზეც აისახება. ამასთან, მისი შეფასებით, ლარზე უარყოფითად საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიზნესისათვის დაწესებული რეგულაციებიც იმოქმედებს. „საგარეო ფაქტორები ძლიერ ეკონომიკაზე უარყოფითად ნაკლებად მოქმედებს, ვიდრე სუსტ ეკონომიკაზე. ჩვენ რომ არ ვიყოთ ასე დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონდეს. თურქული ლირას გაუფასურება, რა თქმა უნდა, ის საგარეო ფაქტორია, რომელიც იმოქმედებს ლარზე. ყველა ფაქტორი, შიდა და გარეც ისე აეწყო, რომ ლარი ზეწოლის ქვეშ იქნება შემოდგომიდან და შესაძლოა კურსის კიდევ რამდენიმე პუნქტიანი გაუფასურება მოხდეს. კარგი იქნება, რომ იმ დროს, როდესაც საგარეო ფაქტორები უარყოფითად აეწყო, მთავრობას კიდევ თავისი წვლილი არ შეეტანა ლარის დასუსტებაში. რატომ ვქმნით ბარიერებს ფქვილის ბიზნესში, შრომის ინსპეცია რატომ შემოგვაქვს, რატომ ვქმნით სირთულეებს ვიზებთან დაკავშირებით, რატომ დავაფრთხეთ ინვესტორები, როდესაც ვთქვით, რომ მიწას არ მივყიდით უცხოელებს?! ასეთი რეგულაციების პირობებში არცერთ ინვესტორს არ მოუნდება ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)