|
2020-05-15 15:23:50, 1598 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი - ვაპირებ, ხმა მივცე საკონსტიტუციო ცვლილებებს
დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ცვლილებები ვერ განხორციელდება, თუ „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი მას მხარს არ დაუჭერს. „როგორც შეთანხმების შესრულება, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ცალსახად ორივე არის ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რადგან ვერც მთლიანად შეთანხმება ვერ შესრულდება და ვერც საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, თუ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა დეპუტატი არ დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს. არ მგონია სწორი, რომ კიდევ ერთხელ ეს უნდა გახდეს სავაჭრო თემა. მე ვაპირებ ხმა მივცე, მაგრამ ჩემი ხმა არ არის საკმარისი იმისთვის და არ არის განმსაზღვრელი იმისა, ცვლილებები გავა თუ არ გავა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)