|
2020-05-15 12:41:31, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია - თუ ეს ყველაფერი თამაში არ არის მმართველი პარტიის მხრიდან, დააყენონ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი
თუ ეს ყველაფერი თამაში არ არის მმართველი პარტიის მხრიდან, დააყენონ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ დაინახავს, რომ ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა, მაშინ ის ხმას მისცემს კანონპროექტის მიღებას, რადგან შემდეგ სათქმელად არ ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომ „ჩვენ ყველამ მივეცით ხმა და თქვენ,ოპოზიციამ ჩააგდეთ კანონპროექტიო“. „შეიძლება იგივე არ განმეორდეს და რაღაც სხვა ტიპის მანიპულაცია ჩაიფიქროს მმართველმა პარტიამ. ამიტომ, რომ არ დავუტოვოთ სივრცე, მოდით მივიყვანოთ იქამდე, რომ კენჭისყრაზე დააყენოს ეს კანონპროექტი და დავინახოთ მართლა აძლევენ თუ არა ისინი ხმას, თუ ნამდვილად სურთ, რომ ჩაშალონ ეს შეთანმხება. თუ ეს ყველაფერი თამაში არ არის მმართველი პარტიის მხრიდან, დააყენონ საკითხი და თუ დავინახეთ, რომ მათ აკლდებათ ჩვენი ხმები საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის, მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უნდა მივცე ხმა, რათა მათ არ ჰქონდეთ სათქმელი, რომ ჩვენ ყველამ მივეცით ხმა და თქვენ,ოპოზიციამ ჩააგდეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)