17:02 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 10:58:42, 1619 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული სასამართლოს განჩინებით დაკავებულ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ა.გ-ს, გ.ხ-ს, კ.ჭ-ს, და ჯ.თ-ს, 2020 წლის 14 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა" ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ბრალდება წარედგინათ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა დღეს მიმართავს სასამართლოს ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული პირები შეუთანხმდნენ რამდენიმე მილიონიანი ყალბი საგადასახადო აქტივის მქონე მეწარმე სუბიექტს და ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები განბაჟებულ იქნა ყალბი საგადასახადო აქტივით, რითაც სახელმწიფოს მიადგა  3 558 799 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის ნაწილში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო 210-ე მუხლის ნაწილში ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურა დღეს მიმართავს სასამართლოს ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ხსენებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა დასადგენად“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics