|
2015-08-20 13:06:46, 644 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი International Finance Magazine-მა წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დაასახელა
პაშა ბანკი International Finance Magazine-მა საქართველოში წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დაასახელა. IFM-ის ყოველწლიური დაჯილდოება მიზნად ისახავს საფინანსო ინდუსტრიასთან დაკავშირებული აქტივობების კუთხით გამორჩეული მოთამაშეების და მათი მიღწევების ყურადღების ცენტრში მოქცევას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, საქველმოქმედო აქტივობებს, კორპორატიულ მართვას და სხვა მიღწევებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ გლობალურად საფინანსო სექტორის განვითარებაზე. “პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს. ჩვენ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ვუწევთ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. ასეთი ახალგაზრდა კომპანიისთვის ორმაგად სასიხარულოა ამ დონის საერთაშორისო აღიარების მოპოვება IFM-ის დაჯილლდოებაზე. “ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკის” ნომინაციაში გამარჯვება ჩვენს გუნდს შემატებს მოტივაციას, რათა მივაღწიოთ ახალ მწვერვალებს ჩვენს კოლეგებთან ერთად აზერბაიჯანსა და თურქეთში. აღნიშნული წარმატება მსურს, გავუზიარო ჩვენს ძვირფას კლიენტებსა და პარტნიორებს”, – განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა. International Finance Magazine (IFM) ლონდონში სათაო ოფისის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური საფინანსო სექტორის სიახლეებისა და ინფორმაციის ერთ-ერთ წამყვან სანდო წყაროს წარმოადგენს. IFM მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის - საბანკო საქმიანობა, კაპიტალის მართვა, საპენსიო ფონდები და განვითარებადი ბაზრები. 2013 წელს პაშა ბანკი IFM-ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა აზერბაიჯანში. წელს IFM-ის მხრიდან განხორციელებული კვლევების და ფინანსური ანალიზის საფუძველზე საქართველოში პაშა ბანკის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას გაესვა ხაზი. ცნობისთვის, პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)