03:38 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 17:40:34, 1595 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - ოპოზიციის პრობლემა შეთანხმების პირველი ნაწილია, არ აქვთ იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიონ

„ოპოზიციამ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა, - აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას დემოკრატიის სასარგებლოდ იღებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო შტოები ვითარდებოდნენ დამოუკიდებლად და ამას ითხოვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ვინც კი ცდილობს სამართლებრივი და პოლიტიკურ პროცესები ერთმანეთში აურიოს სწორედ ის ეწინააღმდეგება იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო ვითარდებოდეს დემოკრატიულად და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

როგორც მან აღნიშნა, „საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც 8 მარტს სურდათ შემდგარიყო შეთანხმება და ეს ფაქტობრივად მათი იძულება იყო, მაგრამ რაც მთავარია, ზუსტად საზოგადოება ხედავს ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics