|
2020-05-13 11:55:16, 1393 ნახვა
პოლიტიკა
სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ
სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის დაკვირვებასა და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღებას თბილისის მერია დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე განახორციელებს. „დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება, ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელებისათვის, რათა მიგვეღო სრული ინფორმაცია, რამდენად გამტარუნარიანია კონკრეტული ქუჩა, როდესაც ახალაშენებულ კორპუსში პირობითად, 500 ოჯახი შესახლდება. ამას წლების განმავლობაში დეველოპერებს არავინ სთხოვდა. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორად განგვესაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა ინვესტორის მხრიდან მოთხოვნილი პროექტი არსებულ და სამომავლო მდგომარეობას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე გვაქვს სრული ინფორმაცია, რომ თავად განვსაზღვროთ თუ რა მასშტაბის პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორი იქნება სატრანსპროტო შეფასება კონკრეტულ პროექტებზე. აქამდე ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების გაკეთებას ინვესტორს, დეველოპერს ვთხოვდით. მერიაში ორი წლის განმავლობაში, დაგროვდა საკმარისი მონაცემები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამიერიდან, ეს დამოკიდებულება შევცვალოთ, თითოეული წარმოდგენილი მოთხოვნის დაკვირვება თავად ვაწარმოოთ და გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც თბილისის მერიაში ხარვეზიანი დოკუმეტები შემოდიოდა, რაც აღნიშნული მიმართულებით დამატებით პრობლემებს ქმნიდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)