12:57 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 17:51:13, 1510 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

„შეთანხმება არის 2-ნაწილიანი, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შეთანხმების ნაწილია როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა.

შესაბამისად, თუ პირველი მოსმენისთვის პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და საკონსტიტუციო ცვლილებები განსახილველად პარლამენტში ისე შემოიტანეს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ ვაპირებთ, გადაწყვეტილება შევცვალოთ.

ივანიშვილისთვის თუ იქნება გზავნილი, რომ მას შეუძლია, მორიგ ჯერზე გადაადგოს საზოგადოება, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებზე, იმ დიდი პროცესის და შეთანხმების მერე, რომელშიც ჩვენი პარტნიორები მონაწილობდნენ, ეს გარდაუვლად მიგვიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისამდე, იმიტომ რომ შეიძლება, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთოს იმ მოლოდინით, რომ ესეც გაუვა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics