|
2020-05-12 15:39:42, 1608 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არც ერთი წამით
აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრმა, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა ლევანს, შთამბეჭდავი ციფრები და კარგი ნამუშევარია. ეს არის ჩვენი და ამ პროგრამის მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია, ჩვენ გვჭირდება ინდუსტრული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს, ძალზედ მნიშვნელოვანი, თუნდაც ის რაც ლევანმა თქვა აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ელემენტარული სხვაობა ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ინპორტსა და ექსპორტს შორის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც უნდა ვუთხრათ და მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, სანამ პროგრამის დეტალებზე დავიწყებთ მსჯელობას, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, ქართული პროდუქტები, რომელიც ხდება უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)