|
2020-05-12 14:26:21, 1106 ნახვა
კომენტარი
გახარია ინფიცირებულთა რაოდენობაზე - დღეს მიზეზი გვაქვს კარგ ხასიათზე ვიყოთ, თუმცა მოდუნების საშუალებას ეს არ გვაძლევს
მიხარია, რომ კარგად ხასიათზე ხართ, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც გვაქვს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ - ამის შესახებ, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან ასევე მოუწოდა საბჭოს წევრებს, საკუთარი სფეროების გაღვივების და ზრდის მიმართულების ძიებისკენ. „მიხარია, რომ კარგად ხასიათზე ხართ, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც გვაქვს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით, სრულად ინფიცირებული არის 336, ხოლო გამოჯანმრთელებული 349. თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ ელემენტარული წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის თანამშრომლები. დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ამას კი აქვს დიდი მნიშვნელობა. ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდისა და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია, თავისი წარმატებული მენეჯმენტი, წარმატებული გამკლავება კორონავირუსთან, როგორც ინფექციის მართვაში, დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკური სწრაფი აღდგენა, ვგულისხმობთ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და ჩვენი დევიზიც", - განაცხადა, გიორგი გახარიამ.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)