|
2020-05-11 11:17:22, 1324 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას
„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით. „უკანასკნელი თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო თუ პარტიული სტრუქტურების საქმიანობა დაკავშირებული იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხებთან და მიმართული იყო ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე სოციალური პრობლემების სწრაფად გადასაწყვეტად და ქვეყნის ეკონომიკის დროულად ასამუშავებლად. დღეს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საკითხებს , რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა, ელჩების თანდასწრებით შეთანხმება გავაფორმეთ. როგორც მოგეხსენებათ ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება. „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)