|
2020-05-10 08:08:58, 1316 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: პანდემიის მართვის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
"კარგია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტია ახალი შემთხვევების რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყოთ შეზღდვების მოხსნა და ეკონომიკური, სოციალური ფუნქციების აღდგენა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აშკარად უმჯობესდება და ეს ჯანდაცვის პროფესიონალების, ხელისუფლების და საზოგადოების ძალისხმევის დამსახურებაა. „პანდემიის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. საქართველომ აქაც დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა ეფექტურად შეუძლია. დიდი სამუშაო გასწიეს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებმა და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველი ერთ-ერთი პირველია ვინც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა დაიწყო და ერთ-ერთი პირველია, ვინც ტურისტული სექტორის გახსნის გეგმა წარადგინა. ხელისუფლების კოორდინირებულმა მუშაობამ და ჯანდაცვის მუშაკთა წარმატებამ ჩვენ მოგვცა საშუალება ნაკლები ზიანით გამოვიდეთ პანდემიიდან" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)