|
2020-05-08 19:05:45, 1398 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: უკრაინის ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეული საერთაშორისო წესების დარღვევაა
„უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. გია ვოლკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ორმხრიი ურთიერთობა ჩმოყალიბებულია ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში და ამ გლობალურ ასპექტშ, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეულ საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევად აღიქმება. „უამრავი მნიშვნელოვანი თემა შემიძლია ჩამოვთვალო რაც დღეს საქართველოში ხდება, ვიდრე, მეოცეხარისხოვან პოზიციაზე სააკაშვილის გამწესება. მაგრამ არის ერთი ასპექტი, ეს არ შეეხება მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ორმხრივ ურთერთობას. ეს ორმხრივი ურთიერთობა ჩამოყალიბებულია ძალიან მბიშვნელოვანი ფორმატის ფარგლებში. ეს არის საერთაშორისო, კონკრეტული პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური ინტერესების დიდი ჯგუფი, (ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ცალკეული ქვეყნები), რომელთაც აქვთ თავისი დამოკიდებულება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ამ დამოკიდებულებაში, ამ ფორმატში, უკრაინას და საქართველოს საკვანძო ადგილები უკავიათ. თავის ალტერნატიული დერეფნის საკითხი, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას და საქართველოს სტრატეგიული, მთავარი მიმართულებაა. იქ ოკუპაციის თემები, რუსეთის შემოჭრა იმ სფეროში, სადაც ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენ, პირადად გაგვაჩნია სასიცოცხლო ინტერესები. ამ გლობალურ თემაში, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია არის ფორმალური დემარშიც და არის აუცილებლობაც, რათა ექსპერტების და პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფში, სპეციალური სამსახურების ფორმატში იქნეს ეს საკითხი განხილული",-განაცხადა გია ვოლსკიმ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)