03:20 - 12 Nov, 2026
|
2020-05-08 13:31:01, 1098 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში დღეს სხდომა ჩაიშალა
ბათუმის საკრებულოში დღეს სხდომა ჩაიშალა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით ჩანიშნულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული პარტიის ანტიკრიზისული გეგმა უნდა განეხილათ, მმართველი გუნდის წევრები არ გამოცხადდნენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში გრამატიკული შეცდომები იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სპონტანურად მიიღეს ეს დოკუმენტი. ეს კი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმას, რომ მმართველი გუნდი არ დაესწრო სხდომას. „კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უმრავლესობა გაეცნო ე.წ გეგმას. იქ შრიფტი, წერტილი, მძიმე აშკარად მიუთითებს, რომ გეგმა სპონტანურად იყო შემუშავებული“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)