15:41 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 12:35:10, 1630 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე ევროპარლამენტარის წერილზე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ კოვიდ ვირუსს ვერ ამოეფარება და 8 მარტის შეთანხმება უნდა შეასრულოს

„ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ კოვიდ ვირუსს ვერ ამოეფარება“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარის ღია წერილს. 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა შეასრულოს შეთანხმება, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა გატარდეს.

„ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ კოვიდ ვირუსს ვერ ამოეფარება და შეთანხმება რომ გააფორმა, ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საკონსტიტუციო ცვლილება უნდა იქნას მიღებული. არ გააკეთებენ ამას? ვაი მაგათ პატრონს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ენდრიუ კუბილიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს და მათ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics