|
2020-05-07 15:12:09, 1724 ნახვა
ეკონომიკა
ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ-ეკონომიკური შეღავათებით სარგებლობის შესახებ მეწარმეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის სერვისცენტრში ადგილობრივ მეწარმე სუბიექტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს. რუსთავის სერვისცენტრის მენეჯერმა სოლომონ ნანიტაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა. მან, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სერვისები ელექტრონულ რეჟიმში დისტანციურად განახორციელონ. აღნიშნული შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)