|
2020-05-06 14:01:33, 1774 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტი ცნობილია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტი ცნობილია. „CO-WORK“ ემსახურება „COVID-19“ ინფექციით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის გამარტივებასა და შემდგომ მონიტორინგს. იდეა მოიცავს დისტანციური ინსპექტირების ელექტრონული პროგრამის შექმნას, ობიექტის კონტროლის მექანიზმებსა და ნებართვის გაცემის შემდგომ მონიტორინგს. ორგანიზაციები და დასაქმებულები პროგრამის საშუალებით ავტომატურად გადიან შემოწმების კითხვარს და წარადგენენ დოკუმენტაციას, რაც მარეგულირებელ ორგანოს, საშუალებას მისცემს ადგილზე მიუსვლელად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, გასცეს ნებართვა და აწარმოოს შემდგომი მონიტორინგი. გამარჯვებული იდეის ავტორს 10 000 ლარი გადაეცა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსი 2020 წლის 16 აპრილს გამოაცხადა. იდეების კონკურსში საერთო ჯამში 150-მდე განაცხადი შემოვიდა, კონკურსში მონაწილეთა იდეების პრეზენტაციებს ჟიური ორი დღის განმავლობაში ისმენდა. იდეების კონკურსში მონაწილეობა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, განაცხადების მიღება 29 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი. გამარჯვებული იდეის განხორციელებაზე მუშაობას სახელმწიფო დაიწყებს კონკურსის მონაწილის ჩართულობით. იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)