16:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 13:47:19, 1664 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - Freedom House-ის ანგარიშში ასახულია ყველა ის პრობლემა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მოქმედების შედეგად დგას

 „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დაქვემდებარებული სასამართლო, ძალადობრივი ჯგუფები, საარჩევნი რეფორმის ჩავარდნა - Freedom House-ის ანგარიშში ზუსტად არის ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მოქმედების შედეგად“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი „ქართული ოცენობისთვის“, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პრობლემები არსად არ გამქრალა და არსად არ გამქრალან ის ადამიანები, ვინც შეწუხებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით.

„პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დაქვემდებარებული სასამართლო, ძალადობრივი ჯგუფები, საარჩევნი რეფორმის ჩავარდნა - Freedom House-ის ანგარიშში ზუსტად არის ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მოქმედების შედეგად და ეს არის მკაფიო სიგნალი „ქართული ოცენობისთვის“, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პრობლემები არსად არ გამქრალა, არსად არ გამქრალან ის ადამიანები, ვინც შეწუხებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ამიტომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 8 მარტის შეთანხმების არშესრულებას პოლიტპატიმრების არგათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის არშეცვლას მოჰყვება ძალიან მძიმე და დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამანგრეველი საერთაშორისო შედეგები“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ Freedom House-ის ანგარიშის თანახამდ საქართველოს რეიტინგი გაურესდა. ორგანიზაციამ ქვეყანას 3.25 ქულა მიანიჭა, საქართველო კი, კვლავ რჩება ჰიბრიდულ სახელმწიფოდ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics