|
2020-05-01 10:05:19, 1363 ნახვა
საზოგადოება
სადეზინფექციო ხსნარებით დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩა დამუშავდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირზე ჩატარდა. სადეზინფექციო ხსნარებით ასევე, დამუშავდა გოგიბერიძის, პაიჭაძის, ახმეტელის, ლუბლიანასა და მიქელაძის ქუჩები. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. „მთელი ქალაქის მასშტაბით, სადეზინფექციო ხსნარებით დაახლოებით, 70 ქუჩა დამუშავდება. ეს ძირითადად ის ქუჩებია, რომელიც ხალხმრავლობით გამოირჩევა. გზის სავალი ნაწილის გარდა, მუშავდება ტროტუარები, ველობილიკები და ნარჩენების კონტეინერები. ეს არის პრევენციული ტიპის ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს. სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის დეპუტატი ილია წულაია გაეცნენ.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)