|
2020-04-30 20:39:38, 1553 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანსა და თურქეთში საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის მეზღვაურები, სამშობლოში დაბრუნდნენ
აზერბაიჯანში და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოები, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა. 29 აპრილს, აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუწია საქართველოს 75 მოქალაქის სამშობლოში ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით. აღსანიშნავია,რომ საელჩო მუდმივად უწევს ორგანიზებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესს. 24 აპრილს, საელჩომ ასევე უზრუნველყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი, საქართველოს 35 მოქალაქის ტრანსპორტირება სამშობლოში სახმელეთო გზით. ასევე საყურადღებოა,რომ 27 აპრილს,აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და კონსულმა ნათია წერეთელმა მოინახულეს ქ. ბაქოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აგრეთვე შშმ პირები, გაეცნენ მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. საქართველოს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარების სახით, გადაეცათ საკვები პროდუქტების ამანათები, პირველადი მოხმარების საგნები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და ქართული წარმოების პირბადეები. ასევე აღსანიშნავია, რომ, დღეს,30 აპრილს, თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ავტობუსით,ანტალიიდან სტუდენტები და ანტალიაში მომუშავე ახალგაზრდები სამშობლოში გამოემგზავრნენ. აგრეთვე,ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით,ასევე თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, 28 აპრილს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა 5 ქართველი მეზღვაურის თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქ. იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება. აღსანიშნავია,რომ თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ფარგლებში, უცხოელ მეზღვაურებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა. ამის მიუხედავად,ანკარაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამონაკლისის სახით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის საგარეო საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროები. 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)