|
2020-04-30 12:09:12, 1816 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში იანვარ-მარტში 11,4 პროცენტით მეტი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცა
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2285 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,4 პროცენტით მეტი) 1537,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,6 პროცენტით მეტი). ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 54,9 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ის და იმერეთის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,5 პროცენტი ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,2 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 11,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე", - განაცხადეს საქსტატში. აღსანიშნავია ისიც, რომ სულ, 2020 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 419,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,8 პროცენტით ნაკლები) 484 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით ნაკლები).
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)