|
2020-04-30 10:11:14, 1796 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - სარესტორნო დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს დიდი ყურადღებით შევისწავლით და სამოქმედო გეგმაში ავსახავთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრაზე განხილული იყო მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, ასევე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს სექტორი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დადგა. ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. შეხვედრაზე მინისტრმა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათ შორისაა, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგია. „ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ“, - აღნიშნა მინისტრმა. ონლაინ - შეხვედრაზე სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებმა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს კრიზისის გამო საბანკო დავალიანების წარმოქმნასა და მისი რესტრუქტურიზაციის შესახებ. მინისტრის განცხადებით, რესტორატორთა წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრისას გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დარგი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შედეგად დადგა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც ანტიკრიზისულ, ასევე პოსტკრიზისული სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებაზე. მინისტრის განცხადებით, დახმარების ის მოდელი, რომელიც მთავრობამ ტურისტულ სექტორს ჯერ კიდევ პანდემიამდე შესთავაზა, დღეს გადახედვას საჭიროებს, რადგან დარგის წინაშე არსებული ზარალი გაცილებით მასშტაბურია. მისი თქმით, დახმარება მოიცავს როგორც საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებას, ასევე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის სტიმულირების ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას, როგორიცაა საკრედიტო - საგარანტიო სქემა, საბანკო პროცენტების თანადაფინანსება და სხვ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)