|
2015-08-17 12:46:12, 742 ნახვა
ეკონომიკა
რამდენიმე ნავთობიმპორტიორმა საწვავის ფასი შეამცირა
საქართველოში რამდენიმე ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ საწვავის ფასი შეამცირა. ადგილობრივ ქსელებში ნავთობპროდუქტები 5-6 თეთრით გაიაფდა. როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლებამ გამოიწვია. "მსოფლიო ბაზარზე მიმდინარეობს ფასების კლება, სასიხარულო ამბავია და ჩვენც შესაბამისად, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად ავსახოთ და ავსახეთ კიდეც. დავიწყეთ ფასის კლება სხვადასხვა პროდუქტზე დაახლოებით ერთი კვირის წინ. 5-6 თეთრით შევამცირეთ ფასები ყველა ტიპის საწვაზე“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ. ბენზინზე ფასები შეამცირა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმაც". კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ყველა ტიპის ბენზინის საწვავზე 5 თეთრით დაიკლო. დღეიდან ბენზინზე ფასი 5 თეთრით შეამცირა "ვისოლმაც“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით "ვისოლი" ფასებს უკვე მეორედ ამცირებს. გასულ კვირას ფასებმა კომპანიის ქსელში არსებულ დიზელის პროდუქტებზეც 5 თეთრით დაიკლო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)