|
2020-04-27 12:54:32, 3029 ნახვა
ეკონომიკა
Gnomon Wise - თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს
„თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს“, - ამის შესახებ ნათქვამია Gnomon Wise-ის კვლევაში. მათი ცნობით, ინფლაციის მოცემული მიშნული განპირობებულია იმით, რომ „ეროვნული ბანკი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა“. „ფისკალური პოლიტიკის გადაწყობასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაა აუცილებელი. თუ პანდემიის წინა პერიოდს გადავხედავთ, მონეტარული პოლიტიკა საგრძნობლად დესტრუქციულ როლს თამაშობდა. უკვე თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს. ეს ფაქტი მარტივად ახსნადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ბანკი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა. ის, ისტორიულად, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იმგვარად იყენებს, რომ ფულის მასა და შედეგად, ფასები იზრდება. თუმცა 2019 წელს ფულის მასის ზრდა განსაკუთრებით სწრაფი იყო, რამაც ფასების ზრდაც დააჩქარა“, - ვკითხულობთ Gnomon Wise-ის კვლევაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)