|
2020-04-26 17:37:34, 1869 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება. „მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. შეიძლება ითქვას, არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გვიჭირს სამუშაოების წარმოება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გავჩერდეთ. გზის მონაკვეთი იუსტიციის სახლის წინ, სადაც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს, ძალიან დაზიანებული იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები აქ უკვე დაასრულა „თბილისი ენერჯიმ“ და ქსელი მთლიანად შეცვალა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის მოწესრიგება და კილომეტრამდე მონაკვეთი, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი, რომლის დასრულების შემდეგ დაიგება გზის საფარი, დაახლოებით, 14 500 მ2 ფართობზე. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯი არ ჯი“ ასრულებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე 1 130 000 ლარი დაიხარჯება. ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)